10:11 | 2021-08-12 ავტორი: Prime Time

გვიწევს პაციენტების გადარჩევა, ხვდებით, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი – მარინა ენდელაძე

გვიწევს პაციენტების გადარჩევა, ხვდებით, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი – მარინა ენდელაძე

მოეწყობა თუ არა ქვეყანაში საველე ჰოსპიტლები – საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ არ მიუღია. ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ შექმნილ ვითარებაში უწყებას საველე ჰოსპიტლების მოწყობა აუცილებლად მოუწევს. სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

 

მდგომარეობა საგანგაშოა, ახალი შემთხვევები კატასტროფულად მაღალია - თენგიზ ცერცვაძე
2021-08-12მდგომარეობა საგანგაშოა, ახალი შემთხვევები კატასტროფულად მაღალია - თენგიზ ცერცვაძე

 

“როცა უკვე საველე ჰოსპიტალებზეა ლაპარაკი, გასაგებია რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი.

 

თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული. ყველა უნდა ვიყოთ პირბადით – ეს აუცილებელია, უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ძალიან აუცილებელია თავშეყრის ადგილების ამ ეტაპზე არ არსებობა,” – განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

 

 

ნახეთ აუცილებლად საკითხავი ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X