22:50 | 2020-12-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გვქონდა ხელჩართული კამათი, სურდა თავის რელსებზე გადავეყვანე – რა მოხდა ვაშაძე-გოცირიძეს შორის

გვქონდა ხელჩართული კამათი, სურდა თავის რელსებზე გადავეყვანე – რა მოხდა ვაშაძე-გოცირიძეს შორის

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობაში თანამოაზრეებს იკრეფდა. ის ცდილობდა, ამა თუ იმ წევრის “გადაბირებას” – უარი ეთქვათ ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკბებებზე პარლამენტში არშესვლასა და დიპლომატიური კორპუსის კრიტიკაზე. სწორედ ამ თემაზე კამათსაც ჰქონდა ადგილი. გრიგოლ ვაშაძის მოწოდებამ გავლენა ვერ მოახდინა რომან გოცირიძეზე, სწორედ ამის გამო, მათ შორის ცხარე კამათი იყო.

 

პარტიაში საუბრობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის მოსაზრებებს სრულად იზიარებენ რომან გოცირიძე, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი…

 

გოცირიძე თვლიდა, რომ პარტიიდან გრიგოლ ვაშაძე არ უნდა წასულიყო, რადგან შესაფერისი დრო არ იყო თავმჯდომარეს თანამდებობა დაეტოვებინა.

ამაზე სასაუბროდ “პრაიმტაიმი” რომან გოცირიძეს დაუკავშირდა. როგორც ის ამბობს, პარტიის ყოფილ თავმჯდომარესთან მას ცხარე კამათი მართლაც მოუვიდა, მაგრამ ის მადლობას უხდის გრიგოლ ვაშაძეს იმ შრომისთვის, რაც პარტიულ საქმიანობაში გასწია და აკრიტიკებს ქართულ პოლიტიკურ “ტრადიციას” – თავს დაესხა ყოფილ თანაგუნდელს მაშინ, როცა ის გუნდის წევრი აღარ არის…

 

 – პარტიის კულუარებში ამბობს, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც გრიგოლ ვაშაძის პოზიციას იზიარებდა… 

 

– არ ვემხრობი ქართული პოლიტიკის ტრადიციას – ადამიანი აიყვანო ცაში ზეცაში, სანამ შენთანაა და მერე, როცა შენთან აღარაა, დაანარცხო მიწაზე და გადაუარო. ჯერ ადამიანობაა და მერე – პოლიტიკა.

 

გრიგოლ ვაშაძეს მადლობა გადავუხადე იმისთვის, რაც პარტიისთვის გააკეთა. ის იყო საიმიჯო სახე თუნდაც, საზღვარგარეთ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მან მიხეილ სააკაშვილის გავლენით, პარტიის თითოეული მხარდამჭერის დახმარებით, ბევრი იბრძოლა, ამიტომ მადლობა მას და მადლობა ჩვეულებრივი ადამიანური ნორმაა. მისი წვლილი პარტიაში დიდია და პარტიიდან არაფერი წაიღო. თავიდანვე თქვა, რომ მას დეპუტატობა არ სურდა, თუ მაჟორიტარულ არჩევნებს ვერ მოიგებდა, პარლამენტში არ შევიდოდა. მავანმა კი, ვაშაძის განცხადება მერკანტილურ კონტექსტში გადაიტანა, თითქოს მანდატის გამოყენების მიზნით, მიდიოდა. მადლობა მას კიდევ ერთხელ.

 

– ამბობენ, რომ თქვენ გრიგოლ ვაშაძის პოზიციას იზიარებთ, თუმცა პარტიიდან წასვლის გამო, მასთან დაპირისპირება მოგიხდათ…

 

– მე და გრიგოლ ვაშაძეს გვქონდა ცხარე, ხელჩართული კამათი. მას სურდა, თავის რელსებზე გადავეყვანე, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. ის არის ნაღდი გულშემატკივარი, მე დავრჩი ნაღდად მოხარული.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X