08:56 | 2021-06-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

GWP წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

11 ივნისს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის„ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება.

 

„11 ივნისს, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზ N19-თან, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო,12:00 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გურამიშვილის გამზ. N 19, 21, 23.

 

11 ივნისს, ისნის რაიონში, ავლაბრის ქუჩაზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დუშეთის, ქეთევან წამებულის N1-11(კენტებს) ფერისცვალების ქუჩას, ჩიხს და გასვლელს. მეტეხის N16 კორპუსს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X