18:38 | 2021-01-15 ავტორი: ამუკა ქორიძე

გზა გასართობი ცეკვებიდან მილიონერობამდე – გაიცანით Tik-Tok-ის ახალგაზრდა დედოფლები

გზა გასართობი ცეკვებიდან მილიონერობამდე – გაიცანით Tik-Tok-ის ახალგაზრდა დედოფლები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოთხოვნადი ინტერნეტ-პლატფორმა Tik-Tok, ონლაინ სივრცეში 2016 წელს გაეშვა. აპლიკაცია Musical.ly-ს სახელით იქამდე ფუნქციონირებდა, სანამ 2018 წელს, ჩინურმა კომპანია – ByteDance-მა არ შეიძინა და ახლანდელი სახელი არ შეუცვალა. ამ დროისთვის, App Store-სა და Google Play-ში აპლიკაცია ორ მილიარდჯერ არის გადმოწერილი. აღსანიშნავია, რომ აქტიური მომხმარებლების რაოდენობაც, თვეში მილიარდ ადამიანს აღწევს.

 

აპლიკაცია მრავალფეროვანია. კომედიური კონტენტითა და გასართობი „ტიკ-ტოკ ცეკვებით“ დაწყებული, ჯადოქრობით, სპირიტუალობითაქტივიზმითა და პოლიტიკით დამთავრებული, აპლიკაციის ალგორითმი მომხმარებლებს ინტერესის ფართო სპექტრს სთავაზობს. ამ ფორმატის გამო, ძალიან ბევრი ცნობილი სახე დაემატა აღნიშნულ ონლაინ ქსელს, მაგალითად კაილი ჯენერი, ლიზო, ჰელზი და სხვები. ამის გარდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც Tik-Tok-ის საშუალებით დიდ წარმატებას მიაღწიეს. სწორედ ამ ადამიანებს შორისაა ედისონ რეი და ჩარლი დამელიოც, რომლებიც Forbes-მა Tik-Tok-ის ყველაზე მეტად ანაზღაურებად პირებად დაასახელა.

 

PrimeTime Tik-Tok-ის ორ დედოფალზე გიამბობთ.

 

ედისონ რეი

 

Pin on Inspo

 

წელიწადნახევრის წინ,​ ედისონ რეი ისტერლინგი ლუიზიანას უნივერსიტეტში მოწყობისას, Tik-Tok-ის ცეკვებს დგამდა და აპლიკაციაში ტვირთავდა, როდესაც მისმა გამომწერების რაოდენობამ 100 მილიონს მიაღწია. იგი “ფორბსთან” ინტერვიუში საუბრობს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტში ლექციებზე შესვლისას ხან ხალხი მის სახელს წამოიძახებდა, ხან კი ფეხბურთის მატჩებზე, ხალხი ფოტოს გადაღებას სთხოვდა ხოლმე.

 

დროთა განმავლობაში, მას თავისი პირველი სპონსორიც გამოუჩნდა – ტანსაცმელების ონალინ მაღაზია Fashion Nova, რომლის სარეკლამო ვიდეოებსაც პირად გვერდზე ავრცელებდა ხოლმე. შემდეგ სწავლას თავი დაანება და ჰოლივუდური ოცნების ასრულებას ლოს-ანჯელესიდან შეუდგა. იგი სხვა „ტიკტოკერებს“ დაუმეგობრდა და Hype House-ის (Tik-Tok-ის ცნობილი მომხმარებლების მიერ შექმნილი საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლი, ლოს-ანჯელესში) ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი ჩადო. ამ ყველაფერმა მისი წარმატება კიდევ უფრო გააღრმავა. ედისონმა პირადი საქონლის წარმოება დაიწყო და ისეთი ბრენდის რეკლამირებაც გააგრძელა, როგორიც Reebok-ია.

 

გასული წლის ივლისში, ედისონი ამერიკული ბრენდის – American Eagle-ის სახე გახდა, რითიც როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო სივრცეებში ცნობილ სახედ იქცა. ამავე თვეში, Spotify-ზე დედასმისთან ერთად, ყოველკვირეული “პოდკასტების” ჩაწერაც დაიწყო, სახელწოდებით – Mama Knows Best. მისი მიზანი იმ ბარიერების ჩამოშლა იყო, რომლებიც მშობლებსა და შვილებს შორის მნიშვნელოვანი საკითხებისა და თემების შესახებ საუბარს ხელს უშლის. აღსანიშნავია ისიც, რომ მან რამდენიმე თვის წინ, თავისი მაკიაჟის ხაზი – Item Beauty გამოუშვა.

 

ამ დროისთვის, 20 წლის ედისონსTik-Tok-ზე 74.3 მილიონი მომხმარებელი იწერს.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პლატფორმაზე სხვა ცნობილ სახეებს მასზე უფრო მეტი „მიმდევარიც“ ჰყავთ, Forbes-ის ინფორმაციის მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი Tik-Tok-დან 5 მილიონი აშშ დოლარია. იგი თანხის ამ ოდენობით, მსოფლიოში ყველაზე მეტად ანაზღაურებად „ტიკტოკერად“ ითვლება.

 

ჩარლი დამელიო

 

16 წლის ჩარლი დამელიო Tik-Tok-ს 2019 წელს შემოუერთდა. მისი ცეკვის ვიდეოები აპლიკაციაში ვირუსული სისწრაფით გავრცელდა. მალევე, მომღერალმა ბიბი რექსამ ჩარლი Jonas Brothers-ის კონცერტზე, თავისი პერფორმანსის დროს სცენაზე მიიპატიჟა.

 

 

i don't floss| | with Music DipAndLeanChallenge - BamTheDancer

 

ამ დროიდან ყველაფერი სწრაფად შეიცვალა. მან თავისი ქალაქი დატოვა და ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად გადავიდა. იგი ჯიმი ფელონმა „ღამის შოუში“ მიიპატიჟა, ასევე მილანის მოდის კვირეულზეც გაემგზავრა, სადაც Prada-სთვის Tik-Tok-ზე ვიდეოები ატვირთა. ამასთან ერთად, მან ასევე, გააფორმა სარეკლამო ხელშეკრულებები ისეთ ბრენდებთან, როგორიც EOS cosmetics-ია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მან მონაწილეობა აშშ-ში, პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის – Super Bowl-ის რეკლამაშიც მიიღო.

 

ჩარლი და თავისი და – დიქსი, რომელიც აპლიკაციაში ყველაზე მეტად ანაზღაურებადი ვიდეოკონტენტის შემქმნელებიდან მესამე ადგლს იკავებს, ხშირად ვიდეოებს Hype House-ის წევრებთან ერთადაც იღებენ ხოლმე. ამასთან ერთად, დები ახალგაზრდების ტანსაცმლის ბრენდ – Hollister-ის სახეებიც გახდნენ.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩარლიმ თავისი დაბადების დღის 16 წლის იუბილეზე, ტანსაცმელიც გასაყიდად გამოუშვა.

 

ედისონ რეისგან განსხვავებით, მას Tik-Tok-ის მთლიან პლატფორმაზე ყველაზე მეტი – 105.9 გამომწერი ჰყავს და მის ვიდეოებს მილიონობით მოწონება აქვს.

 

Forbes-ის მიერ დასახელებული „ტიკტოკერებიდან“ იგი წლიური ანაზღაურებით მეორე ადგილს – 4 მილიონი ამერიკული დოლარით იკავებს.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X