
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ ოქტომბერში საქართველოში ჩამოვა.
ვაშაძე სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებას აზიარებს და წერს:
„ჰაჰაჰა“
ვისაც გჯერათ, დაელოდეთ – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლითაც ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნება ამჯერად თვითმართველობის არჩევნების წინ დაანონსა.
სააკაშვილის დაბრუნების არ სჯერათ მმართველ გუნდში. მის გაბედულობას ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციაშიც და როგორც გიგა ბოკერიამ ერთხელ უკვე აღნიშნა, „სააკაშვილმა 20-ჯერ თქვა, რომ ჩამოდის… რაც მოვისმინეთ წმინდა წყლის სადღეგრძელოაო“.























