
კუნძულ ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 189-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12 200-ს აღემატება.
ამასთან, მიწისძვრის შედეგად სრულიად დაინგრა 53 ათასამდე სახლი, ხოლო 77 ათასამდე დაზიანდა.
ჰაიტის ჯანდაცვის ფონდის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდგომი ბიძგების საშიშროების გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი გარეთ ათევს ღამეს. ამერიკული ჯარი კი დაშავებულებისთვის საველე ჰოსპიტალის მოწყობაზე მუშაობს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















