13:45 | 2020-08-16 ავტორი: Prime Time

„ჰავანას“ კლასტერი – 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს

„ჰავანას“ კლასტერი – 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქობულეთში 91 PCR კვლევა ჩატარდა, მათგან 3 დადებითია, ხოლო 4 შემთხვევაში დამატებითი კვლევები მიმდინარეობს.

 

რატომ არ იხურება „ჰავანა“, რომლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს
2020-08-16რატომ არ იხურება „ჰავანა“, რომლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი აქვს
„საყურადღებო წერტილია, რომელიც ორი დღის წინ ქობულეთში გაჩნდა, სადაც დღეისთვის 3 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. სამივე უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე კაფე „ჰავანას“, სადაც დაწყებულია ინტენსიური კვლევები, როგორც ამ ადამიანების კონტაქტებთან, ასევე თავად კაფეში.

 

91 PCR კვლევა ჩატარდა და 3-ია დადებითი, ხოლო 4-ზე დამატებითი ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. პარალელურად, ქობულეთის შემთხვევასთან დაკავშირებით კონტაქტირებულ პირებში სწრაფი ტესტები ჩატარდა და ჯერჯერობით ყველას შედეგი უარყოფითია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X