21:43 | 2021-05-28 ავტორი: Prime Time

„ჰგონია, რომ არ ეტყობა, ბავშვობაში რომ სცემდნენ და ნეტაი, მეტი რაღა უნდა ეტყობოდეს…” – ბაია პატარაია ვახტანგ მეგრელიშვილზე

„ჰგონია, რომ არ ეტყობა, ბავშვობაში რომ სცემდნენ და ნეტაი, მეტი რაღა უნდა ეტყობოდეს…” – ბაია პატარაია ვახტანგ მეგრელიშვილზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ვახტანგ მეგრელიშვილის საჯარო აღიარებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ბავშვობაში ბაბუა მავთულის მათრახით სცემდა.

 

„ერთი დურაკი ანეკდოტი გამახსენდა, გირჩზე:
ტიპი ყვება: ბავშვობაში პატეფონი დამეცა თავში და აბა, რა მეტყობა.. აბა, რა მეტყობა… აბა, რა მეტყობა…
მეგრელეშვილსაც ეგრე ჰგონია, რომ არ ეტყობა, ბავშვობაში რომ სცემდნენ და ნეტაი, მეტი რაღა უნდა ეტყობოდეს…”, – წერს ბაია პატარაია.

 

ცნობისთვის, პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ალაპარაკდა.

 

როგორც დეპუტატი აცხადებს, მას ბავშვობაში პაპა მათრახით სცემდა.

 

“საერთოდ ბავშვებს უფლებები არ გაქვთ… თემში თუ ზოგადად მიღებულია ბავშვების მოტყეპა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის. მე ვფიქრობ, რომ მშობლის უფლებაა ბავშვის ცემა… პაპაჩემს ჰქონდა დაწნული მავთულისგან მათრახი, რომლითაც მცემდა”, – განაცხადა მეგრელიშვილმა “ფორმულას” ეთერში.

ავტორი: Prime Time

X