
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰიდროქსიქლოროქინით“ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე მკურნალობის ცდებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.
„აღმასრულებელმა გუნდმა ეს რეკომენდაცია მიიღო და ემხრობა „ჰიდროქსიქლოროქინის“ მეშვეობით ცდების ჩატარების განახლებას.“- განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 25 მაისს მიიღო.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ლანცეტის“ კვლევამ აჩვენა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა ახალი კორონავირუსის პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ზრდიდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მონაცემების გადახედვის შემდეგ ეს ჰიპოთეზა უარყო.























