12:22 | 2020-02-13 ავტორი: Prime Time

ჰონგ კონგში სასწავლო პროცესი 1 თვეში განახლდება

ჰონგ კონგში სასწავლო პროცესი 1 თვეში განახლდება

ჰონგ კონგში კორონავირუსის საფრთხის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება 16 მარტამდე გადაიდო, – ამის შესახებ განათლების მდივანმა, კევინ იეუნმა განაცხადა.

 

მანამდე, ჰონგ კონგის ხელისუფლება სასწავლო პროცესის 2 მარტს განახლებას გეგმავდა.

 

ჰონგ კონგში კორონავირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი, დაფიქსირებულია დაავადების 50 შემთხვევა.

 

სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ჩინეთში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1310-ს მიაღწია.

ავტორი: Prime Time

X