
ბათუმში კოვიდ-სასტუმროში გარდაცვლილი 41 წლის ირმა თეთრაძის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ პაციენტს ჭარბი წონა ჰქონდა.
მისივე თქმით, რაიმე ქრონიკული დაავადების შესახებ მათთან საუბრის დროს არ აღუნიშნავს.
„ქალს, რომელსაც არანაირი ისეთი სერიოზული ჩივილი არ ჰქონია, დაგვხვდა იმ მდგომარეობაში, რომელშიც დაგვხვდა. ქრონიკული დაავადებები მას ჩვენთან საუბრისას არ აღუნიშნავს, ჰქონდა ჭარბი წონა და ვიცოდით, რომ მკურნალობდა უნაყოფობაზე, – ამბობს ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას ნინო კახიძე.
ცნობისთვის, გუშინ, კოვიდ-სასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა.






















