
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მიხეილ სააკაშვილმა, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ჩვენ ვერავის მივცემთ მათი შეურაცხყოფის უფლებას და ჩვენი მხრიდან ამას სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























