14:05 | 2020-04-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

როგორია პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ

როგორია პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს ვირუსის შემთხვევა 5-ით გაიზარდა.

 

პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულები. მათი მდგომარეობის შესახებ კლინიკის წარმოამდგენლები საუბრობენ.

 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა

 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევიდან 53-ს პნევმონია აღენიშნება.

 

ასევე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტეიდან, 7 ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზეა.

 

 

„აღნიშნულ პაციენტებთან დამძიმება გამოწვეულია თანმხლები სომატური პათოლოგიებით. მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ.

 

 

გვყავს ასევე სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, ველოდებით პერიოდის გასვლას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოს მიხედვით, გადამოწმდება, გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში ტესტები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა რატიანმა.

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი

 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამჟამად 43 პაციენტეია, აქედან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 

კლინიკაში მყოფ 34 პაციენტს ტესტი ჩაუტარდათ, რომელთა პასუხებიც უარყოფითი იყო.

 

„კლინიკაში ერთი არის კრიტიკული პაცენტი, რომელიც წალკიდანაა გადმოყვანილი და მასთან აღინიშნება ცალმხრივი პნევმონია. ამ პაციენტთან ჯერ არ არის კვლევა ჩატარებული და ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. გვიან ღამე გვეცოდინება პასუხი“, – განაცხადა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

 

რესპუბლიკური საავადმყოფო 

 

ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 პაციენტი მკურნალობს, აქედან 36-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტები არ არიან. არცერთ პაციენტს არ სჭირდება მართვით სუნთქვაზე ყოფნა.

 

ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ რამდენიმეს აქვს პნევმონია.

 

დღეს დადასტურებული შემთხვევიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში არცერთი პაციენტი არ არის შეყვანილი.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა
2020-04-20საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 399-მდე გაიზარდა

 

ბოლო მონაცემებით: 

 

გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი

 

გარდაცვლილია 4 მოქალაქე 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X