13:07 | 2021-10-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„რომ გაიგო, კარგად ვარ, გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა: შენთან ურთიერთობა დავამთავრეო“ – რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია

„რომ გაიგო, კარგად ვარ, გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა: შენთან ურთიერთობა დავამთავრეო“ – რას ჰყვება ხათუნა ჟორდანია

დაახლოებით, 1 წლის წინ ხათუნა ჟორდანიას მძიმე სენის დიაგნოზი დაუსვეს, ცოტა ხნის წინ კი ოჯახმა სასიამოვნო ინფორმაცია გაავრცელა და გაირკვა, რომ ფილტვის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე მან უკვე დაამარცხა.

 

ჟორდანია-ხაჩიძის ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამუდმებით მას შემდეგ ექცევა, რაც წყვილმა ურთიერთობა გაასაჯაროვა და ერთად ცხოვრება გადაწყვიტა.

ცნობილია, ვის შეეძლება
2021-10-07ცნობილია, ვის შეეძლება "ბუსტერ დოზის" გაკეთება აცრიდან 6 თვის შემდეგ

პერიოდულად, საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორ-მართალსაც ეხმაურებიან ხოლმე.

 

ამჯერად, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ხათუნამ და ზურამ ოჯახური ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და განმარტეს, რამდენად რთულია. ჟორდანიამ იხუმრა, რომ ზურამ მისი მიტოვება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ხათუნა თავს კარგად გრძნობდა.

 

იმ დღესვე, როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ. გავარდა ბორჯომში და იქიდან მომწერა: „ვსო, დავამთავრე მე შენთან ურთიერთობა“, აღარასდროს მოვბრუნდები უკანო. 1 კვირაში გადაუარა. არა, ვხუმრობ რა თქმა უნდა. ბევრი ქარტეხილით სავსე იყო ჩვენი მთელი ცხოვრება. ბევრი მძიმე პერიოდი ერთად გამოვიარეთ. 22 წელია ერთად ვართ“, – ამბობს ხოფერია.

 

 

ასევე წაიკითხეთ და ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X