22:39 | 2021-12-11 ავტორი: Prime Time

„ჰუდის გამო დაწყებული გარჩევა“ – რა წერია დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმის ჩვენებაში

„ჰუდის გამო დაწყებული გარჩევა“ – რა წერია დავით კრავეიშვილის მკვლელობის საქმის ჩვენებაში

4 დეკემბერს, სანზონაში მოკლული 15 წლის მოზარდის, დავით კრავეიშვილის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

ტელეკომპანია “ფორმულა” დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის ჩვენების მცირე ამონარიდს აქვეყნებს.

 

ჩვენების მიხედვით, სანზონაში მომხდარ მკვლელობას წინ მოზარდებს შორის სხვა დაპირისპირება უძღოდა. დაკითხული არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ 4 დეკემბერს, როდესაც საქმის გასარჩევად მოკლული კრავეიშვილის მეგობარმა დაიბარა, ადგილზე მისულებს 15 სხვა მოზარდი დახვდათ.

 

ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარებით სარგებლობამდე 20 დღე დარჩა - ნახეთ, ვისთვისაა თანხა გამოყოფილი
2021-12-11ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარებით სარგებლობამდე 20 დღე დარჩა - ნახეთ, ვისთვისაა თანხა გამოყოფილი

 

ასევე, შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მოზარდი ჩვენებაში ამბობს, რომ ის 6 თვის წინ მომხდარი ინციდენტის გამო საქმის გასარჩევად დაიბარეს. მისი თქმით, გარჩევა ჰუდის გამო დაიწყო.

 

“შეხვედრის ინიციატორმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელი იყო მისი შეყვარებული და მე და ჩემმა მეგობარმა მას ზაფხულში ჰუდი წავართვით”, – წერია ჩვენებაში.

 

ჩვენების მიხედვით, შეკრების შემდეგ რამდენიმე მოზარდს, მათ შორის დაკავებულს, გაქცევა სურდათ, თუმცა მათ გზა გადაუღობეს.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს ამ დაპირისპირებაში ბრალი არ მიუძღვის. ის შეხვედრის ინიციატორ მეგობარს გარჩევაზე სხვა 15-მდე მოზარდთან ერთად ახლდა.

 

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს სანზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მოკლლული დავით კრავეიშვილია. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდებს შორის კონფლიქტი გოგოს გამო დაიწყო. მიყენებული დაზიანების შედეგად დავითი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება ავტოფარეხებთან დაიწყო, შემდეგ კი კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მას სხვა მოზარდები გაედევნენ და დანით მიაყენეს დაზიანებები. მოკლული დედასთან, სამსახურში იყო მისული. 

 

პოლიციამ 16 და 17 წლის არასრულწლოვნები ცხელ კვალზე დააკავა.

ავტორი: Prime Time

X