22:28 | 2020-07-20 ავტორი: რუსა ღვანიძე

„იადონი ბულბული, ერთურთს ეჯიბრებიან“ – ქეთი გაბისიანის და ნუკრი კაპანაძის „ჭრიჭინას სიმღერა“

„იადონი ბულბული, ერთურთს ეჯიბრებიან“ – ქეთი გაბისიანის და ნუკრი კაპანაძის „ჭრიჭინას სიმღერა“

„მშვენიერმა მაისმა, გული გამიხალისა. სურნელებამ დამათრო, ვარდის, იასამნისა. ეს რა ტკბილი ხმებია, რა წარმტაცი ხმებია. იადონი ბულბული, ერთურთს ეჯიბრებიან. აბა დელი დელი დელი დელა, აბა დელი დელი დელი დელა, აბა დელი დელი დელი დელაო“…

 

გადაცემა „ავტოგრაფის“ წამყვანმა ნიკა წულუკიძემ სოციალურ ქსელში, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას იუბილეზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა, სადაც კომპოზიტორი, გადაცემა „ავტოგრაფის“ მუსიკალური პროდიუსერი ქეთი გაბისიანი და მომღერალი ნუკრი კაპანაძე,  „ხალისიანად“ ასრულებენ „ჭრიჭინას სიმღერას“ – ფილმიდან „ჭრიჭინა“.

 

„ნუკრი მეუბნება, უფრო სერიოზულად ხომ არ მივხედოთ ამ ამბავსო“ – ხუმრობით ამბობს ქ-ნი ქეთი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში და ნუნუ გაბუნიას იუბილეზე და გადაცემა „ავტოგრაფის“ სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

 

– თქვენ მიერ შესრულებული სიმღერა – ფილმიდან „ჭრიჭინა“, სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული გახდა. ბევრი წერს, რომ მოენატრა ასეთი გართობა და „სიგიჟე“…

 

რამდენიმე დღის წინ, „ავტოგრაფის“ სეზონის დახურვა გვქონდა, სადაც ასევე ჩავწერეთ მეორე სეზონის გადაცემები, რომელსაც მაყურებელი, სექტემბრის ბოლოდან იხილავს. პირველი სეზონი, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას ბენეფისით დაიხურა.

 

 

გადაცემის წინა დღეს, ქ-ნ ნუნუს 79 წლის იუბილე ჰქონდა და გადაცემა „ავტოგრაფის“ თითქმის ყველა სტუმარი – გოჩა კაპანაძე, მანანა ხვედელიძე, მარიკო კვალიაშვილი, ასევე გადაცემა „ავტოგრაფის“ იდეის ავტორი და რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე, სცენარის ავტორი თამარ მახარაძე და რამდენიმე მუსიკოსი სახლში მიგვვიპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელოდა და ყველა მარაოს ინიავებდა, ჩვემ მაინც გვქონდა ხუმრობის და გართობის თავი. ჩემი და ნუკრის კლასიკური ვოკალით, საღამო შედგა. ნუკრი მეუბნება, უფრო სერიოზულად, ხომ არ მივხედოთ ამ ამბავსო (იცინის).

 

„ჭრიჭინას სიმღერაზე“ (კომპ. სულხან ცინცაძე) დღემდე ყველა ხალისობს, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ პიესის და ტექტის ავტორი ქ-ნი მარიკა ბარათაშვილია…

 

ყოველთვის ვინტერესდები, ვინ არის სიმღერის ტექსტის და მუსიკის ავტორი, მაგრამ რატომღაც არ მახსოვდა, რომ ამ ტექსტის ავტორი, ქ-ნი მარიკა ბარათაშვილი იყო. მადლობა, ამ ინფორმაციისთვის.

 

სამომავლო გეგმები..

ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მეორე სეზონის გადაღებებიც დავასრულეთ. მართლაც ძალიან შრომატევადი იყო. მაყურებელიც ხედავს ალბათ, რომ „ავტოგრაფი“ საკმაოდ „სქელტანიანი“, მასშტაბური პროექტია. სურათს შეხედავ თუ არა, მიხვდები, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. გადღების დაყწებამდე, ყველა დეტალზე უამრავი საფიქრალი და საზრუნავი გვაქვს. ისე ვართ უკვე მობილიზებული და მომზადებული, რომ დღეში, ორ გადაცემას ვწერთ. ის სიახლე, რაც ბაკურმა შემოიტანა ტელევიზიაში, აქამდე არ ყოფილა

 

განსხვავებული, საინტერესო და რაც მთავარია გემოვნებიანი გადაცემაა…

 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაცემაში, საზოგადოების ის ნაწილი მონაწილეობს, რომელიც ხალხს ძალიან ენატრება. ეს ინტელექტუალების ის ნაწილია, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს, მით უმეტეს ახალი თაობა. ის ასაკობრივი კატეგორიაა (ღმერთმა დიდიხანს აცოცხლოს), რომლის ჩაწერა სანამ დროა უნდა მოასწრო, რომ ყველაფერი გაგიზიაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემის მუსიკალური კუთხე, რომელიც ჩემი „ტერიტორიაა“ და რომელსაც ძალიან ფაქიზად ვექცევი, ვუფრთხილდები და მინდა საუკეთესო იყოს, როგორც შემსრულებელი, ასევე რეპერტუარი.

 

 

არაჩვეულებრივად გამოიყურება ქ-ნი ნუნუ, მარიკო და ნუნუ დუღაშვილიც. ამ სეზონზე, ვაჟა აზარაშვილის ბენეფისიც ჩავწერეთ, რომელიც ასევე ბრწინვალე გამოვიდა. მაყურებელს, ძალიან მაგარი, მეორე სეზონი ელოდება, რომელიც ეთერში, სექტემბრის ბოლო რიცხვებიდან გავა. არის კიდევ უამრავი სიახლე და სიურპრიზი, რომელსაც საზოგადოება მომავალ სეზონზე იხილავს.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი გადაცემები „თბილისობა“ და „ახალი წელი“, უკვე ჩავწერთ, რომელიც ორკესტრის თანხლებით შედგა.
მე როგორც რიგითი მოქალაქე, მადლიერებას განვიცდი, რომ ეს ყველაფერი, ჩვენ თავს ხდება. ძალიან ბევრი რამ, რაც მეგონა რომ ქ-ნ ნუნუ გაბუნიაზე ვიცოდი, აღმოჩნდა, რომ არ მცოდნია. უამრავი ინფორმაციაა, რაც არ ვიცით. ეს ზუსტად ის ხალხია, ვინც შექმნა და ახლაც ქმნის საქართველოს ისტორიას, ვინც მართლაც ტოვებს „ავტოგრაფს“.

 

 

Posted by Nikoloz Tsulukidze on ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2020

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X