08:33 | 2021-11-26 ავტორი: Prime Time

იაშვილის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა კლინიკას „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა – რას ამბობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის ბავშვთა კლინიკას “მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო ცენტრში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია.

 

ვაქცინაციის მხარდაჭერისა და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, ევექსის ჰოსპიტლებმა ქსელში შემავალ სამედიცინო ცენტრებს შორის ერთგვარი გამოწვევა წამოიწყო, რომელიც “მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

 

“იაშვილის საავადმყოფო გახდა “მწვანე ჰოსპიტალი”, ჩვენ მივიღეთ “მწვანე ჰოსპიტლის” სტატუსი. დღეისათვის ჩვენი პერსონალის 82%-ზე მეტი არის ვაქცინირებული, ეს პროცესი კიდევ გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის 90%-იან ზღურბლს მივაღწევთ.

 

ეს არის, პირველ რიგში, უსაფრთხოება პაციენტებისთვის, ვინაიდან პაციენტები, როდესაც მობრძანდებიან ჩვენს კლინიკაში, დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ აუცილებლად დახვდებათ ვაქცინირებული ექიმი და ექთანი, ვაქცინირებული ტექნიკური თუ დამხმარე პერსონალი,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X