
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მოსახლეობას იმ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელიც როგორც თავად ამბობს ახალი კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებათ. გვარამიას მიერ გაცემული რეკომენდაციები კი ასე გამოიყურება:
„დალიეთ ბევრი სითხე და დალიეთ 20 წუთში ერთხელ. სითხის დალევა ზოგადად ებრძვის ვირუსულ ინფექციებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პირში თბილის გამოვლების შედეგად კორონავირუსი რომც გქონდეთ ზედა სასუნთქ გზებში, ეს ვირუსი ჩადის კუჭში თბილ წყალთან ერთად და კუჭის წვენი ანადგურებს, ეს იქნება სუპი, ჩაი თუ თბილი წყალი.
დღის განმავლობაში პირში რამდენჯერმე გამოივლეთ თბილ წყალში გახსნილი ბუნებრივი ანტისეპტიკები, არ გჭირდებათ აფთიაქი, არ გჭირდებათ ქიმიური ხსნარები. მარილი, ლიმონი ან ძმარი, ის რაც არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. ის ასუფთავებს პირის ღრუს, კლავს კორონავირუსს, რომელიც შემთხვევით იქ შეიძლება იყოს.
ქუჩიდან სახლში დაბრუნებისთანავე უნდა განიწმინდოთ, უნდა განიბანოთ.იმიტომ, რომ თმა და ტანსაცმელი არის ძალიან სერიოზული მატარებელი ვირუსის. ამიტომ აუცილებლად მიიღეთ მეგობრებო შხაპი. აუცილებლად, თუ არ გაქვთ აბაზანა გააცხელეთ წყალი და იბანავეთ. ბოლო კვლევით საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7% ბანაობს ყოველდღე, არ შეიძლება ასე 21 საუკუნეა, ვირუსების ეპოქაა სხვა თუ არაფერი. იბანავეთ ყოველდღე.
კარგად გარეცხეთ ყველა ლითონის ზედაპირი სახლში, არ დაგეზაროთ. ლითონი დაახლოებით 9 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ვირუსს, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ იმას, რასაც ხელი ყველაზე ხშირად ეხება, მაგალითად გასაღებებს, სახელურებს. არ დაგეზაროთ ანტისეპტიკებით გაწმინდეთ სახელურები, გასაღებები ყოველდღე.
არ დამემსგავსოთ მე, არ იყოთ ჩემსავით სამარცხვინო არ მოწიოთ სიგარეტი, ეპიდემიის დროს მაინც შეიკავეთ თავი.
ჩვენ ქართველებს გვიყვარს წამლების სმა, თუ ავად არ ვართ წამლები არ უდნა დავლიოთ, მაგრამ უნდა ავწიოთ ჩვენი იმუნიტეტი. უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ კორონასთან ომში.
ნუ მოერიდებით შინაურ ცხოველებს, პირიქით ისინი დაგეხმარებიან, რომ იყოთ კარგ ხასიათზე, მათ არ ესმით კორონავირუსის ამბები და სულ არ აინტერესებთ, ისინი ისევ ტქნეი მეგობრები არიან და მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ცხოველებიდან კრონავირუსი არ გადადის. ის გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
ცივი პროდუქტები არ მიიღოთ, არც სასმელები, არც საჭმელები არც ნაყინი“, – ამბობს ნიკა გვარამია.
როგორ დავამარცხოთ კორონა ვირუსი – რეკომენდაციები | მთავარი აქცენტები
როგორ დავამარცხოთ კორონა ვირუსი – რეკომენდაციები | მთავარი აქცენტები
Gepostet von მთავარი არხი • Mtavari Arkhi am Sonntag, 22. März 2020






















