13:11 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

იძებნება 18 წლის გოგონა! – გაუჩინარებამდე მან შეტყობინება დატოვა

იძებნება 18 წლის გოგონა! – გაუჩინარებამდე მან შეტყობინება დატოვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგონა გაუჩინარდა. ახალგაზრდა გოგონა, სახლიდან გუშინ გავიდა და მოკლე ტექსტური შეტყობინება დეიდას გაუგზავნა.

 

გოგონას შეტყობინებაში წასვლის მიზეზი არ განუმარტავს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 6 თვის წინ მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამაკაცზე დაინიშნა.

 

უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს ქორწილიც ჰქონდათ დაგეგმილი, ამიტომ ახლობლები გოგონას სახლიდან პროტესტის ნიშნად გაუჩინარების ვერსიას გამორიცხავენ.

 

ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს: „ის ბევრის გაკეთებას გეგმავდა“
2021-04-12ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს: „ის ბევრის გაკეთებას გეგმავდა“

 

მშობლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, გოგონა სხვა მამაკაცმა გაიტაცა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა.

 

ისინი გოგონას ადგილსამყოფელის დადგენასა და მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X