
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თემქაზე, 143-ე საჯარო სკოლასთან წუხელ მომხდარ ინციდენტს „ჩემო კარგოს“ 33 წლის კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად კომპანიას დაუკავშირდა.
„გუშინ ღამით გარდაიცვალა.
როგორც მისი მეგობარი ამბობს, სამსახურის შემდეგ მეგობრის სანახავად იყვნენ და შემთხვევა სახლში დაბრუნების დროს მოხდა.
მანქანა დაეჯახა, ზედ გადაუარა და გაიქცა.
მეუღლე და შვილები არ ჰყავდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, – ამბობს „ჩემო კარგოს“ დელივერი დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ მესხი.
როგორც „პრაიმტიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებული ჯერჯერობით, არავინაა.






















