13:05 | 2021-06-07 ავტორი: Prime Time

იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა – თურნავა

იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა – თურნავა

განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით ეპასუხა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა მომენტშიც გიორგი გახარია გადადგა.

 

„როგორც ჩანს განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გახადა ბატონი ბიძინა, მკვეთრი განცხადებით და შეფასებით ეპასუხა. ამის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია მის სახელს იყენებს, თითქოს ასე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომაც მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბატონ ბიძინას განცხადებაში, მათ შორის მან ეს გადაწყვეტილება გადადგომის შეაფასა – ღალატის ტოლფას საქციელად.

 

ძალიან მნიშვნელოვანია რა მომენტში მოხდა გადადგომა. მოხდა საკმაოდ რთულ, დინამიკურ მომენტში, როდესაც პოლიტიკური დაძაბულობა იყო. ასეთ დროს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელისუფლებო გუნდს მთლიანად და რა თქმა უნდა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

 

ავტორი: Prime Time

X