
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ „ღამის კურიერის“ ეთერში COVID-19-თან ბრძოლის სხვადასხვა ტაქტიკაზე და სხვადასხვა ქვეყნის მიერ ე.წ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მეთოდის არჩევაზე ისაუბრა.
პაატა იმნაძის თქმით, ყველაფერთან ერთად გათვალისწინებული უნდა ადამიანების ცხოვრების წესიც, ამ კონტექსტში იმნაძემ საქართველო და შვედეთი შეადარა.
NCDC-ის დირექტორის მოადგილის თქმით, მას ტერმინი “ჯოგური” არ მოსწონს და ურჩევნია ამას პოპულაციური იმუნიტეტი უწოდოს:
„მაგას ჩვენ ვეძახით პოპულაციურ იმუნიტეტს, კიდევ იყო კოლექტიური იმუნიტეტი, მე ნამდვილად მირჩევნია კოლექტივში, ან პოპულაციაში ვიცხოვრო, ვიდრე ჯოგში.
ჯერ კიდევ არავინ არ იცის, ეს ვირუსი დატოვებს თუ არა პოპულაციურ იმუნიტეტს, ამ გზით წავიდა შვედეთი.
ბრიტანეთმა დააპირა მაგრამ შემდეგ უარი თქვა, ბევრი კამათია ამაზე ქართულ საექსპერტო წრეებშიც, რომ ხომ არ უნდა აგვერჩია შვედეთის მაგალითი.
შვედეთს თავის მეზობლებს თუ შევადარებთ, ნორვეგიას ან ფინეთს, 3-4-ჯერ მეტი ადამიანი დაეღუპა შვედეთს, კი, რა თქმა უნდა შეგვიძლია ეს ექსპერიმენტი ჩავატაროთ ჩვენს მოსახლეობაზე, მივუშვათ ვირუსი და მერე…
აქვე მინდა ბოდიში მოვიხადო, რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა, ოღონდ მე გამოვდიოდი სუფთა რეალობიდან და რეალური საფრთხე დავანახე.
შვედებმა ეს გააკეთეს, ამიტომ ჰყავთ 5-ჯერ მეტი დაღუპული, ვიდრე მეზობლებს. ხანდახან საჭიროა, რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა გველოდა.
შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხია, ნორდიკული ხალხია, ცხოვრების წესი აბსოლუტურად სხვანაირი აქვთ.
შვედების 50%ი ცალკე, მარტო ცხოვრობს, სოციალურ დისტანცირებაზე მთავრობის მოწოდება არ სჭირდებათ, ერთ მეტრზე ახლოს მაინც არ უახლოვდებიან.
ძალიან ძნელია, შვედი შეადარო ქართველს, ცხოვრების წესით. ქართველი უნდა შევადაროთ იტალიელს, ესპანელს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 408 ადამიანი, აქედან 97 გამოჯანმრთელებულია, ამასთან გარდაიცვალა 4.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















