01:28 | 2020-05-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

იერარქიის უზნეობა ხომ არ არღვევს? – ანდრია სარია ილია მეორეს ისევ უპირისპიდება

იერარქიის უზნეობა ხომ არ არღვევს? – ანდრია სარია ილია მეორეს ისევ უპირისპიდება

ეკლესიაში პრობლემა იმიტომ ხომ არ არის, რომ წლების განმავლობაში პიროვნულ კომფორტზე ზრუნვას მოხმარდა დრო და არ არის დიდი დაინტერესება ნამდვილი ქრისტიანული სულის ასაღორძინებლად?, – ამის შესახებ მღვდელმონაზონი მამა ანდრია სარია სოციალურ ქსელში წერს.

 

მღვდელმონაზონი გამოეხმაურა საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებას, სადაც ის ამბობს, რომ „ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს“.

 

„გულწრფელად დავსვამ კითხვას: ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ ეკლესიას უჭირს, ხალხს უჭირს… უფალმა დაარსა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ მრევლს უჭირს და მრავალი სასულიერი პირისგან შევიწროვებული არიან, ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით და თამამად მოხდა საკითხების დაშვება, რაც ვფიქრობ კარგია მიუხედავად გვერდითი მოვლენებისა. მინიმუმ შიში გაუჩნდებათ ცოდვისკენ მიდრეკილ ადამიანებს.

 

ეკლესიაში პრობლემა იმიტომ ხომ არ არის, რომ წლების განმავლობაში პიროვნულ კომფორტზე ზრუნვას მოხმარდა დრო და არ არის დიდი დაინტერესება ნამდვილი ქრისტიანული სულის ასაღორძინებლად?

 

იერარქიის უზნეობა ხომ არ არღვევს ხილული ეკლესიის „ავტორიტეტს’“? საპატრიარქოს მეთაურის ბრალი ხომ არ არის, რომ განუსჯელობის გამო „ტყავი გაძვრა“ სიწმინდეს და გვითხრა, ნახვამდის, თუ გინდათ ჩამპალხართ მაგ სიბინძურეშიო?!

 

ვფიქრობ, სასულიერო პირების გონიერებაზე უნდა დაფუძნდეს მომავალი კეთილდღეობა, რომ სრულად არ მოსპოს საპატრიარქოს უგუნურებამ. გამოსავალს სად ხედავთ?!“, – წერს მღვდელმონაზონი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X