
“ტვ პირველი” 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და მასწავლებლების მიმოწერას ასაჯაროებს, რომელიც დახურულ ჯგუფში მიმდინარეობდა.
“ტვ პირველის” ჟურნალისტი ამბობს, რომ დახურული ჯგუფიდან მიმოწერა ბროლაძის გეგმით უკმაყოფილო მასწავლებლებმა მიაწოდეს.
“ხალხო, ისე მიდის საქმე, რომ ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევი – გავაკეთებ ახალ ცხრილს ორი პარალელისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულეთა კლასებს, გადავიყვან მეორე კლასში…

მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ ინიციატივის ავტორმა ტელეკომპანიასთან თქვა, რომ ეს არის ნამდვილად მისი დაწერილი და შინაარსზეც პასუხიმგებელი თავადაა.
“მე რაც დავწერე, ეს დავწერე დახურულ ჯგუფში. შინაარსზე პასუხიმგებელი ვარ მე.
რა დავწერე ვიცი და ვის მივწერე ვიცი.ეპიდვითარებას თქვენც უყურებთ და მეც ვუყურებ… აქ მეორე მხარეც არის, მანდ ალბათ ის არ წაგიკითხავთ, რომ მაღალ დონეზე ტარდება ონლაინ გაკვეთილები, მშობლები კმაყოფილები არიან და სულაც არ სურთ ბავშვების სკოლაში გამოშვება” – ამბობს ბროლაძე.
24-ე სკოლის დირექტორი გიორგი კაკაბაძე ამბობს, რომ აღნიშნული მიმოწერის შესახებ არაფერი იცოდა და ტელეკომპანიისგან გაიგო.






















