20:39 | 2021-07-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

იგეგმება თუ არა ბავშვების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა – ამირან გამყრელიძის განმარტება

იგეგმება თუ არა ბავშვების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაციაზე.

 

„ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“,-განაცხადა გამყრელიძემ.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X