12:12 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

გაიზრდება თუ არა იმ ობიექტების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ – თამარ გაბუნიას კომენტარი

გაიზრდება თუ არა იმ ობიექტების რიცხვი, სადაც მწვანე პასპორტის გარეშე ვერ შეხვალთ – თამარ გაბუნიას კომენტარი

პირველი დეკემბრიდან, სამი დიდი სეგმენტის მიმართულებით დავიწყეთ მწვანე პასპორტის გამოყენება. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ხარვეზები, შეფერხებები, თუმცა, მთლიანობაში, კარგია ის, რომ პროცესი დაიძრა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ერთ-ერთი გადაცემაში განაცხადა.

 

გაბუნია მიუღებელს უწოდებს პასპორტების გაყალბების მცდელობას და აღნიშნავს, რომ უწყება, ამ მიმართულებით, ყურადღებას გამოიჩენს.

 

„სამწუხაროა და ჩვენთვის საყურადღებოა, რომ სწორედ პირველი დეკემბრიდან რამდენიმე დღეში, გაყალბების პირველი მცდელობა გამოვლინდა; მწვანე საშვის საფუძველი რაც არის – რეგისტრაციის დოკუმენტაცია ვაქცინაციის თაობაზე, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი არაფერი განმეორდება. ეს დიდი ყურადღების საგანი იქნება ჩვენგან. სხვა მხრივ, ვფიქრობთ, რომ პროცესი დაიწყო და ჩვენ გვექნება მეტი დასკვნის საშუალება, თუ როგორ მოქმედებს, რა სარგებელს მოიტანს და შემდეგ, ამის მიხედვით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მის გაფართოებაზე და იმაზე, რა მიმართულებით იქნება უფრო გონივრული და შედეგიანი მწვანე საშვის მოთხოვნების გამკაცრება“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X