11:32 | 2021-04-05 ავტორი: Prime Time

იგეგმება თუ არა შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულზე – მინისტრის განმარტება

იგეგმება თუ არა შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულზე – მინისტრის განმარტება

აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.

 

ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

იხილეთ ასევე: რომელ ქვეყნებში გამოიყენებენ “სინოფარმის” ვაქცინას

 

ავტორი: Prime Time

X