15:45 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

იგეგმება თუ არა სწავლის კიდევ გადადება? – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

იგეგმება თუ არა სწავლის კიდევ გადადება? – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

ამ საკითხზე განსხვავებული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუ რაიმე შეიცვალა შეგატყობინებთ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კითხვის პასუხად – იგეგმება თუ არა სკოლებსა და ბაღებში სწავლის კიდევ გადადება?

 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

 

ანუ, დღეის მდგომარეობით, პირველ ოქტომბერს სკოლები და ბაღები სწავლას დაიწყებენ საკლასო ოთახებში, ხოლო კოვიდინფექციის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება ლოკალური რეაგირება და იმ კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

ავტორი: Prime Time

X