
პატარა ვირთხები დაგარწმუნებენ, რომ ისინი ნამდვილად ნიჭიერი ცხოველები არიან. ამის შესახებ 9gag.com საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

21 წლის სტეფის, რომელიც დიდი ბრიტანეთში ვეტერინარიის მიმართულებით მუშაობს, აქვს პორტრეტული ფოტოგრაფიის პატარა ბიზნესი, სახელად Toogoods Tiny Paws.
მისი 12 ვირთხა კი მინიატურულ ნახატებს „ქმნის“.



როგორც გოგონას Facebook-გვერდიდან ვიგებთ, ეს გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღო, როდესაც მოულოდნელად დაკარგა ერთ-ერთი ვირთხა, სახელად კაპიტანი ჯეკ სპარროუ.
ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ რაიმე გაეკეთებინა, რაც მათგან სამახსოვროდ დარჩებოდა.
ამიტომ მინიატურულ ტილოებს ვირთხებს აზლევდა, რომ მათ დაეხატათ რამე, შემდეგ კი ფოტოებს უღებდა.


ის ხშირად იღებდა თავის სტუდიაში ვირთხებს მინიატურული პროპორციებით.
„სტუდიაში ხშირად ვიღებდი ჩემს ვირთხებს. მათ ტილოებისადმი ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდათ. ეს ყველაფერი სერიოზულად მას შემდეგ დავიწყე, რაც იდეას ერთ-ერთ Facebook-ჯგუფში დიდი ინტერესი მოჰყვა.
ჩემთვის ვირთხები მხოლოდ მხატვრები არ არიან, ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან“, – ამბობს 21 წლის სტეფი.

სტეფი ვირთხების მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს ყიდის. ამავდროულად, იღებს შეკვეთებს.































