
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა და ამასთან შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვიც.
ამის შესახებ იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ყველაზე მეტი აცრა იყო იმ კვირეებში, როცა ყველაზე მეტი ავადმყოფი იყო ქვეყანაში. მოგეხსენებათ, რომ იმ დღეებში ერთდროულად 60 ათასი პაციენტი იყო. იმ დღეებში იყო ყველაზე მეტი აცრილი. ნუ ახლა, მოიკლო ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ახალი შემთხვევების რაოდენობამ, სამწუხაროდ მოიკლო აცრების რაოდენობამაც.
ფაქტები ჯიუტია ხოლმე, ციფრებიც ძალიან ჯიუტია და მე ძალიან არ მინდა, რომ ვიფიქრო ამაზე, მაგრამ გამოდის, რომ იყო ბევრი ავადმყოფი, იყო ბევრი აცრა, შემცირდა ყოველდღიური ავადობა, შემცირდა აცრა. ძალიან სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ეს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- ერთ-ერთი ძებნილი ოჯახს და ადვოკატს დაუკავშირდა – ახალი დეტალები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში























