11:30 | 2021-07-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი – ღარიბაშვილი სასამართლო რეფორმაზე

იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი – ღარიბაშვილი სასამართლო რეფორმაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის მაშტაბით სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით მოწინავე რიგებშია.

 

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სასამართლო რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი. რომელიც არ მთავრდება ერთ და ორ დღეში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ იდეალურნი და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი.

 

ჩვენ რაც გავაკეთეთ 8 წელში არის, როგორც დღე და ღამე, იყო ღამე გახდა დღე – ნათელი. მეორე ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის კუთხით ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას, სანდოობის მხრივ, ნდობის მხრივ სასამართლოს მიმართ ჩვენი მოქალაქეების მხრივ, ჩვენ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მაშტაბით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X