
პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ნამახვან ჰესის პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების შესახებ საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” უცვლელად გთვაზობთ:
“მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით 23 მაისს დაგეგმილი აქცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ელიტის გაუთავებელი გარჩევები და “აბსოლუტური ჭეშმარიტების” ტელეეკრანებიდან დემონსტრირება ხალხთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, ჩატეხილი ხიდის პირობებში.
ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის – პატრიოტიზმი, სიბრძნე, სიდინჯე, სიყვარული. არ დანებდა და არ გაიყიდა, თავი არ გამოაყენებინა და არ წამოეგო.
იყო მომენტი, როცა ვიფიქრე, რომ დამთავრდა.
ვცდებოდი.
მათ აქვთ კითხვები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი ნებით, თუ იძულებით…”,- წერს ხუხაშვილი.






















