23:18 | 2021-04-03 ავტორი: Prime Time

იყო მოთხოვნა, რომ უნდა დამენებებინა თავი სამსახურისთვის და კარიერისთვის, არ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე – ნეკა დოროყაშვილი

იყო მოთხოვნა, რომ უნდა დამენებებინა თავი სამსახურისთვის და კარიერისთვის, არ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე – ნეკა დოროყაშვილი

“ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც. ჩვენი გაშორების შემდეგაც იყო ძალადობა – 2020 წლის 21 მაისს”, – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილმაფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა

 

.დოროყაშვილის თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან თანაცხოვრების დროს ხშირი იყო აკრძალვები, მას მოსთხოვეს თავი დაენებებინა სამსახურისთვის და ასევე, როგორც თავად ამბობს, არ მისცეს უფლება ჩაებარებინა მაგისტრატურაზე.

 

“იყო მოთხოვნა, რომ უნდა დამენებებინა თავი სამსახურისთვის და კარიერისთვის, არ ჩამებარებინა მაგისტრატურაზე, სწავლა არ უნდა გამეგრძელებინა. ყველაფერს დავანებე თავი. ჩემი ცხოვრება დავკარგე და გადავერთე მის კარიერაზე”. – ამბობს ქალი.

 

დოროყაშვილი ამბობს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომელიც ბასილაშვილის დანაშაულს დაამტკიცებს.

 

“ზოგადად, მტკიცებულებები, რაც არის საქმეში, როგორც ვიდეო ჩანაწერები, ასევე ვოისები – ანუ ვიდეო/აუდიო ჩანაწერები, სმს შეტყობინებები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა – ეს არ იყო მსუბუქი დაზიანება, საკმაოდ რთული დაზიანება და დიდი სისხლნაჟონი იყო. უამრავი მტკიცებულებაა და ყველა ადასტურებს მის ბრალეულობას, სამწუხაროდ”. – ამბობს ის.

 

 

ნეკა დოროყაშვილის მორიგი სარჩელი - რას მოითხოვს ის ყოფილი ქმრისგან
2021-04-03ნეკა დოროყაშვილის მორიგი სარჩელი - რას მოითხოვს ის ყოფილი ქმრისგან

 

 

ავტორი: Prime Time

X