19:15 | 2021-05-10 ავტორი: Prime Time

იყრის თუ არა კენჭს ნიკა მელია მერის არჩევნებში – “ნაცმოძრაობის” ლიდერის კომენტარი

იყრის თუ არა კენჭს ნიკა მელია მერის არჩევნებში – “ნაცმოძრაობის” ლიდერის კომენტარი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ, განაცხადა, რომ თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობაზე არ უფიქრია.

 

მისივე თქმით, ის ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მოგვიანებით გასცემს.

 

“სანამ ვიქნებით ბოლომდე გულწრფელები, მართლები ვიქნებით და გავიმარჯვებთ. სიმართლე გითხრათ, თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე”, – განაცხადა მელიამ.

ავტორი: Prime Time

X