00:48 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს პრეზიდენტობაზე გიორგი მარგველაშვილი

იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს პრეზიდენტობაზე გიორგი მარგველაშვილი

ეს ძალიან დიდი პატივია, მაგრამ ისეთი ტკივილია, რომლის გადატანა მოგინდება თუ არ მოგინდება ძალიან რთული საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

 

ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული - მარგველაშვილი მმართველ გუნდზე
2020-05-26ყველა მათი ნათქვამი არის ტყუილი და აგრესიული - მარგველაშვილი მმართველ გუნდზე
კითხვაზე იყრის თუ არა ხელმეორედ კენჭს პრეზიდენტობაზე, მარგველაშვილი პასუხობს: „გააჩნია რა კონსტიტუცია იქნება“.

 

„არ ვიცი, გააჩნია რა კონსტიტუცია იქნება. ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი ვხედავდი ამდენ გაჭირვებას და მე ხელში არაფერი არ მეჭირა და ეს 5 წელიწადი ამ ტკივილში იყო, რომ ყოველ დღე, ამდენ ინფორმაციას იგებ ამდენი გაჭირვების შესახებ და არანაირი რესურსი არ გქონდეს, რომ ამ ადამიანებს დაეხმარო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X