10:19 | 2020-12-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ილია ll პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

ილია ll პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

ილია მეორე მრევლს მიმართავს
2020-11-27ილია მეორე მრევლს მიმართავს

 

მისივე თქმით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის ვინ დაესწრება სხდომას პატრიარქის ნაცვლად.

 

„პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ვარიდებთ ყველანაირს შეხვედრებს. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ დაესწრება სხდომას უწმინდესის ნაცვლად“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X