14:25 | 2020-05-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

ილია მეორე – მე უფრო ადრე მივდიოდი ტაძარში და უფასოდ ვარიგებდი სეფისკვერს

ილია მეორე – მე უფრო ადრე მივდიოდი ტაძარში და უფასოდ ვარიგებდი სეფისკვერს

საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, ეს ჩვენი ბედია, ეს ჩვენი ჯილდოა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.

 

„საქართველო გახდა ერთიანი. თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი.

 

ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა.

 

დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ ააშენა ეს წმინდა ტაძარი. წმინდა სამებამ დაამტკიცა ქართველი ხალხი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

 

ცნობისთვის, 17 მაისს ქართული ეკლესია ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავს.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X