19:18 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება

ილია მეორე ლექსო ლაშქარავას დედას შეხვდება

სამების ტაძრის არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილი გადასცა.

„დღეს ორკებმა მცემეს და ოთხივე დავაჭერინე“ - რა მოხდა დედა ენის ბაღში
2021-07-12„დღეს ორკებმა მცემეს და ოთხივე დავაჭერინე“ - რა მოხდა დედა ენის ბაღში

 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავამ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოასწრო, მაგრამ დედამისს უახლოეს პერიოდში შეხვდება.

 

„მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილი მოვიტანეთ ოჯახში და წესი ავუგეთ ალექსანდრეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი დაკარგა ქვეყანამ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ალექსანდრეს ბოლო პერიოდში ჰქონდა პატრიარქთან შეხვედრის დიდი სურვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შედგა შეხვედრა და მისმა უწმინდესობამ გამოთქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში მის დედას აუცილებლად შეხვდება“, – აღნიშნა იოანე მჭედლიშვილმა.

 

ამასთან, როგორც არქიმანდრიტმა განაცხადა, 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტები უნდა გამოიძიონ.

 

„საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ ფაქტამდეც იყო, რომ არავის არ უნდა ეძალადა და იყო უამრავი წერილი ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული. თითოეული ძალადობა უნდა იყოს გამოკვლეული და უნდა იყოს დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X