17:54 | 2021-07-24 ავტორი: Prime Time

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოლიმპიური ნაკრების წევრები დალოცა.

 

„დღეს, 2021 წლის 24 ივლისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, რომლებიც ოლიპმიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.

 

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე ტოკიოში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

 

ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი საკაცით იყო - სწორედ ასეთ დროს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა - ლაშა ტალახაძის გულშემატკივარი ემოციურ ისტორიას იხსენებს
2021-07-24ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი საკაცით იყო - სწორედ ასეთ დროს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა - ლაშა ტალახაძის გულშემატკივარი ემოციურ ისტორიას იხსენებს

 

ცნობისთვის, ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი დღეს აიღო და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

ავტორი: Prime Time

X