19:39 | 2021-04-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ილიას უნივერსიტეტის ლექტორს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ილიას უნივერსიტეტის ლექტორს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

შესაძლოა, ეს ახალგაზრდა კაცი გეცნოთ, შესაძლოა, მის ლექციებს დასწრებიხართ კიდეც, აქამდე არაერთი სტუდენტი გაუზრდია, კიდევ ბევრი საქმის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მისი გეგმები ერთ საბედისწერო დღეს შეიცვალა.

 

შეიცვალა მაშინ, როცა ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა. უკვე თვეზე მეტია, რაც კლინიკაში იმყოფება, 44 წლის ნიკოლოზ თარაშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გადარჩენის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩენილს ახლა, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ უბრალოდ გადარჩეს, იცოცხლოს.

 

ამ დრომდე, ოჯახმა შეძლო დამოუკიდებლად ყველა ხარჯი დაეფარა, მაგრამ ახლა, ყველანაირი რესურსი ამოეწურათ და ამ ადამიანის გადარჩენა საზოგადოების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამ საზარელ შემთხვევამდე ნიკოლოზ თარაშვილი ილიას უნივერისტეტში ლექტორად მუშაობდა და სტუდენტებს პოლიტიკურ მეცნიერებებს უკითხავდა. ახლა, საზოგადოებას მისი და, ანა თარაშვილი მიმართავს და ძმის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვს:

 

“ჩემო მეგობრებო, უმრავლესობამ იცით, რომ ძალიან დიდ განსაცდელში ვართ. ჩემი ძმა ნიკა უკვე თვენახევარია რეანიმაციაშია უმძიმესი ნეიროტრავმებით. ორი ოპერაციის შემდეგ, ნიკას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა თურქეთის კლინიკაში.

 

ხარჯები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ოჯახი, სამეგობრო და სანათესავო ვერ შევძლებთ. ამიტომ ყველას გთხოვთ დახმარებას, ვისაც როგორ შეგიძლიათ. ძალა ერთობაშია.

 

მადლობა, რომ უკვე ბევრს აკეთებთ ჩვენთვის, მადლობა, რომ ასეთი მხარდაჭერა და თანადგომა გცოდნიათ, ყველა მეიმედებით.” – წერს და, ანი თარაშვილი.

 

ვისაც გაქვთ სურვილი გაუწიოთ ოჯახს დახმარება, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი თანხა ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ.

 

საქართველოს ბანკი GE32BG0000000100643942 მიმღები ანა თარაშვილი

 

“პრაიმტაიმის” მკითხველი მსგავს შემთხვევებს გულგრილად არასოდეს ტოვებს, ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის და ერთმანეთის დასახმარებლად მუდამ მზაობას გამოხატავენ. გვჯერა, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი და ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად თუნდაც სიმბოლურ 1 ლარს უმრავლესობა გაიღებს.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X