
კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ილიჩოვასა და მელაშვილისთვის შეფარდებული გირაოს დასაფარად 40 000 ლარი უკვე შეგროვდა.
„ანგარიშის ნომრის დადებიდან 2 საათში, გირაოს თანხა, 40 000 ლარი სრულად შეგროვდა!
მადლობა თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს!“
ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა20-20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება.
21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.






















