12:11 | 2021-09-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

იმ დღეს, 25 წუთში, ნიკოსთან შეხვედრას ვაპირებდი – რას ყვება ნიკო კვარაცხელიას მეგობარი ტრაგიკული დღის შესახებ

იმ დღეს, 25 წუთში, ნიკოსთან შეხვედრას ვაპირებდი – რას ყვება ნიკო კვარაცხელიას მეგობარი ტრაგიკული დღის შესახებ

ნიკოლოზ კვარაცხელაის მეგობარი, გიორგი ჩახნაშვილი ნიკოს შესახებ მოკლე ჩანახატს ავრცელებს. ეს სწორედ ის მეგობარია, რომელიც ნიკოს სიკვდილამდე 25 წუთით ადრე უნდა შეხვედროდა.

 

გიორგი იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა იგი ნიკოსთან დაკავშირებას სწორედ იმ დროს, როცა ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

 

გთავაზობთ ჩანახატს ნიკოლოზ კვარაცხელიას შესახებ (სტილი დაცულია)

 

„მოკლე ჩანახატის სახით, მინდა მოგითხროთ ამბავი, რომელიც ასახავს რამდენიმე ცხოვრებისეულ და მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ჩემს დიდ მეგობართან, ნიკოსთან გავიზიარე. აღნიშნულს, მიზანმიმართულად ინგლისურად გადმოვცემ, ჩემი და ნიკოს ჩვევა სხვადასხვა საკითხის ინგლისურ ენაზე განხილვა იყო, ჩვეულ გარემოებებშიც კი. სამწუხაროდ, მე შევესწარი და დავინახე ის ტკივილი რომელსაც ნიკოს ოჯახი, ნათესავები, ახლო მეგობრები განიცდიდნენ და შემიძლია მხოლოდ წარმოვიდგინო, რამდენად საშინელია მათთვის ეს მდგომარეობა. რაც შემეხება მე, იმ დღეს, 25 წუთში, ნიკოსთან შეხვედრას ვაპირებდი, ჩვენი ახალი პროექტის კონცეფციის დასასრულებლად, შემდეგ კი მოხდა ის, რამაც სრულად გამანადგურა. ამის გადმოცემა ჩემთვის ძალიან რთულია, მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვარ, რაც ხელს მიშლის მეტად გრძელი, გრამატიკულად გამართული, და სტრუქტურირებული ესეს დაწერაში, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეს ნაწერს, არ დაემსგავსება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი საშუალება, იმ მცირედისგან, რაც შემიძლია რომ ამ მდგომარეობაში გავაკეთო და მივაგო ჩემს მეგობარს პატივი. მე მტკიცედ მჯერა, რომ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს რომ ამ ქვეყანამ და სამყარომ დაკარგა უდიდესი ადამიანი ამ კვირაში – ჰუმანურობის განსახიერება, მომავლის ბიჭი და გმირი.

 

„ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა“ - რას ამბობენ ნიკო კვარაცხელიას საცოლეზე
2021-09-20„ნიკოს ანი, ეს გოგოც დაიმახსოვრეთ, ესეც მომავლის გოგოა“ - რას ამბობენ ნიკო კვარაცხელიას საცოლეზე

 

დაახლოებით 2 თვის წინ, სრულიად შემთხვევით, შევხვდი ნიკოს პირველად. მაშინ ხელოვნური ინტელექტის ახალ პროექტზე ვმუშაობდი და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა (ზურა, ვისთანაც ვმუშაობდი), გადაწყვიტა რომ კარგი იქნებოდა ნიკო და მე რომ შევხვედრილიყავით და გვესაუბრა. მალევე დავმეგობრდით, გავხდით თანამშრომლები და გავიაზრეთ თუ რამდენი რამ გვქონდა საერთო. ორივემ დავამთავრეთ ევროპული სკოლა და შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ორივეს გვიყვარდა ახალი ადამიანების გაცნობა, მანქანის ტარება, მოგზაურობა და ზოგადად, ცხოვრებით ტკბობა და სიამოვნების მიღება. მატერიალისტური მოტივაცია არასდროს ყოფილა ჩვენთვის პრიორიტეტი: ჩვენ ორივეს საკმარისზე მეტი გვქონდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში და წარმატების აღქმა, რა თქმა უნდა, სცდებოდა ამას და ზოგადად კონკრეტულ სამყაროს. ორივეს დიდი გამოცდილება გვქონდა სხვადასხვა პროდუქტის განვითარებაში, ტექ ინდუსტრიაში, გარდა ამისა არსებობს ბევრი ფილოსოფიური პერსპექტივები, რომლებსაც ვიზიარებდით, ერთ-ერთი მათგანი კი ჩვენი ხედვა იყო მარტივი, დეცენტრალიზირებული და სამართლიანი სამყაროს. მე და ნიკომ გავაერთიანეთ ჩვენი უნარ-ჩვევები იმისათვის რომ განგვევითარებინა ბლოკჩეინის სრულად ინოვაციური იდეა და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენეთ. ჩვენც, ისევე როგორც ბევრი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ადამიანის ჩვენს გარშემო, სჯეროდა ამ იდეის პოტენციალის. იმ დღეს, იმ საათზე, ჩვენ შეხვედრას ვგეგმავდით, რათა დაგვესრულებინა პირველი დემო ვერსია ჩვენი ინოვაციური პროექტის, ეს იქამდე, სანამ საშინელი ტრაგედია მოხდებოდა…

 

დაახლოებით 30 წუთზე მეტი იმ დროიდან, როცა ნიკოს უნდა შევხვედროდი შეთანხმებულ ადგილას. ჩემი მიწერილი წერილების ქვემოთ, ორი პატარა ნიშანი კვლავ ნაცრისფერი იყო. ამაზე ცუდი განა რა შეიძლება მომხდარიყო. თუმცა ამაში უნდა დავრწმუნებულიყავი და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში 2-ჯერ დავურეკე, მაგრამ ნიკომ არ მიპასუხა.

 

იყო თბილი ნაშუადღევი, არც ცხელოდა, და არც ციოდა: შესანიშნავი შერწყმა. იმ დღეს ვაპირებდი უნივერსიტეტის ყველა დაუნდობელი საკურსო სამუშაოსგან დასვენებას და სახლის აუზში თავით გადაშვებას. ასევე მინდოდა ნიკოსთვის შეტყობინების გაგზავნა და შეხვედრა, რათა ჰაკათონისთვის ჩვენი პროექტის იდეაზე დაგვესრულებინა მუშაობა, ასევე სხვა რაღაცეებზეც რომ გვესაუბრა, მაგრამ არ მომიწია, რადგან იგი პირველი დამიკავშირდა! ნიკოსთან WhatsApp-ით საუბრისას, რაღაც ძალიან უცნაური და არასასიამოვნო მოხდა – ჩემს ეზოში საშუალო ზომის გველი გამოჩნდა. გველი იმ ეზოში არასდროს გვინახავს და ეს ძალიან იშვიათი მოვლენა იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ მცენარეები სავსეა პესტიციდებით. ქვეწარმავლის ეზოდან მოშორებაში დახმარებისთვის, ტელეფონი დროებით გადავდე, შემდეგ ეს ამბავი რამდენიმე საათით სრულიად გადამავიწყდა. ნიკო და მე 4 საათზე მოსაშვილის ქუჩაზე შეხვედრას შევთანხმდით, ამიტომ დავიწყე მომზადება. ჩვენი ახალი პროექტის გამო ძალიან აღელვებული ვიყავი. იმ დღეს მეც ვაპირებდი ჩემი ბიძაშვილის ნახვას და ძალიან მინდოდა მისი და ნიკოს შეხვედრა. წყნეთის სახლიდან დაახლოებით 4:07 საათზე გამოვედი, ადგილზე ცოტა ადრე, სადღაც 4:28 წუთზე მივედი, რის გამოც ნიკოს ორი შეტყობინება გავუგზავნე. იმის გამო, რომ რაღაც დროის განმავლობაში შეტყობინებები არ ჰქონდა ნანახი, რამდენჯერმე უშედეგოდ დავურეკე … თავიდან ვფიქრობდი, რომ რაღაც გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა, ამიტომ ჯერ ბიძაშვილთან შეხვედრა და წყნეთში ასვლამდე ერთი ან ორი საათით მისი მოსაშვილის ქუჩაზე დალოდება გადავწყვიტე. ჩემსა და ჩემს ბიძაშვილს შორის იყო იდუმალი და არაჩვეულებრივი აურა: საუბრებში უარყოფით, პესიმისტურ აზრებს არასდროს ვუშვებდით, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: დავიწყეთ სხვადასხვა აზრებით სპეკულირება. უკვე წყნეთში ვაპირებდით წასვლას, დავინახე ჩემი ბიძაშვილი, ახალ ამბებს ამოწმებდა (რასაც ის საკმაოდ ხშირად აკეთებს) და აპირებდა ახლახან მომხდარი სროლის შესახებ სტატიის გახსნას. გადავწყვიტე ნიკოსთან დარეკვა (ზუსტად იმ წუთს, იმ მომენტში, რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო) ტელეფონიდან გაჟღერებულმა: “ნომერი, რომელიც თქვენ აკრიფეთ, მიუწვდომელია” მიიპყრო მისი ყურადღება, ჩვენ შევხედეთ ერთმანეთს თვალებში და გავიფიქრეთ ყველა ის სპეკულაცია, რომელიც მანამდე განვიხილეთ. მოიპარეს მისი ტელეფონი? ის ავტოავარიაში მოყვა? რა ჯანდაბა ხდებოდა?

 

წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს - მეგის ქარდავას მეუღლე
2021-09-20წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს - მეგის ქარდავას მეუღლე

 

წყნეთში ავედით, საკმაოდ ციოდა – ბოლოს და ბოლოს, სექტემბრის ბუნიობას ვუახლოვდებით და ჩვენს მძვინვარე მზეს ვემშვიდობებით. მანქანიდან გადმოსვლისას, ნიკოს კიდევ ერთხელ დავურეკე, ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა მაჩვენა ახლო მეგობრის პოსტი და მკითხა,თუ ვიცნობდი სურათზე გამოსახულ ადამიანს. პოსტს დართული ჰქონდა ტექსტი “გთხოვთ დაგვიკავშირდით”, რატომღაც, გონებამ სულ ცოტა 10 წამის განმავლობაში ფოტო საერთოდ არ აღიქვა, მაგრამ როცა კი აღიქვა, გულისცემა ამიჩქარა და თვალის გუგები ბოლომდე გამიფართოვდნენ: მაშინვე ვიკითხე რა ხდებოდა და … მივიღე პასუხები … იმ ღამიდან ძალიან ცოტა რამ მახსოვს. ჯერ კიდევ არ მაქვს სათანადოდ გააზრებული ყველაფერი რაც 15 სექტემბრის შემდეგ მოხდა. მახსოვს, რომ ისეთი რამ გავაკეთე, რაც ხუთ წელზე მეტია არ გამიკეთებია, რაც ათონის მთიდან დაბვრუნდი და საბოლოოდ ათეისტი გავხდი. მუხლებზე დავიჩოქე და ნახევარი საათი ღმერთს ნიკოს გადარჩენას ვევედრებოდი. ვევედრებოდი წაეღო მთელი ჩემი ნიჭი, ფული, წარმატება და დიდება, მაგრამ მისთვის სიცოცხლის უფლება მიეცა – რათა ამ სამყაროს ნიკო და მისი შესაძლებლობები ენახა. რატომღაც, სრულიად მჯეროდა, რომ ის გადარჩებოდა, მჯეროდა, რომ ღმერთი მას სიკვდილის უფლებას არ მისცემდა, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ვიცოდი, რომ ჯერ ვერავინ გადარჩენილია 3 წუთზე მეტი კლინიკური სიკვდილის შემდეგ, როდესაც სხეულმა ჰიდროსტატიკური შოკი განიცადა.

 

იმ დღეს დილის 6 საათზე დავიძინე, WhatsApp- ის ჩატის მეასედ შემოწმებისას გალურჯებული ნაცრისფერი ნიშნების სასწაულის მოლოდინში. 2 საათის შემდეგ საშინელმა სიზმარმა გამაღვიძა (რომელსაც აქ არ მოვყვები). ფეხები და ხელები გაყინული მქონდა, კიდურებს ძლივს ვამოძრავებდი, თავს ცოცხალ არსებად არ ვგრძნობდი … აღარ იყო მძვინვარე მზე, არც დაუნდობელი სიცხე, არც მანქანის ხმამაღალი სიგნალი ან შემაშფოთებელი ბავშვის ყვირილი – მხოლოდ სიცივე და სიჩუმე. ყველაფერი მზესთან ერთად გაქრა: ნიკოსთან ერთად ყველაფერი გაქრა. და წვიმდა ყველგან, იქ სასტიკ ქუჩებში, იქ სავალალო ბორცვებზე, რომლებიც უყურებდნენ ჩვენს ღარიბულ, ძალადობრივ და დაუნდობელ ქალაქს, სადღაც სამოთხეში და ძალიან მალე, ღრმად, იქ, ჩვენში.

 

ამ უმოწყალო, სისხლიანმა და ძალადობრივმა ქვეყანამ წაიყვანა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ჰქონდა მომავლის, უკეთესი სამყაროს გასაღები. ის ჩემთვის იყო გმირი და დარწმუნებული ვარ სხვა ბევრი ადამიანისთვისაც. ჩემი ცხოვრების მანძილზე, მეგონა ვიცოდი ნამდვილი ტკივილის მნიშვნელობა: ნამდვილი მწუხარება, მანამდე სანამ ჩემი უახლოესი მეგობარი არ მოკლედ. მეგონა ვიცოდი რას ნიშნავდა ტანჯვა იქამდე სანამ ნიკოს დედას თვალებში არ ჩავხედე, დედას, რომელიც აქამდე არ მყავდა ნანახი. მიუხედავად მუქი ფერის პირბადისა, მან შეძლო ჩემი ამოცნობა და მითხრა რომ ნიკოს სჯეროდა ჩემი და ჩვენი მიზნების. ირონიულია რომ ამ ყველაფრის მეც მჯერა, თუმცა მისთვის ამის თქმის შესაძლებლობა აღარ მექნება. ჩვენ ვაპირებდით მოგზაურობას პორტუგალიაში, ბოსტონში, სან ფრანცისკოში, მსოფლიოს გარშემო იმისათვის რომ გაგვეკეთებინა ის რაც გვიყვარდა, იმისათვის რომ დავრუნებულიყავით უკან და დავხმარებოდით ჩვენს ქვეყანას. უნდა ვაღიარო, მოტივაციის პატარა ნაწილაკიც კი დავკარგე მას შემდეგ რაც ნიკო გარდაიცვალა – ყველა ჩემი პროექტი, კონტრიბუცია, ამბიციები გახდა უმნიშვნელო. ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ უნივერსიტეტის საქმეს გაკეთებას, პროგრამული დავალებების ან მეცნიერული კვლევის შესრულებას, მისი ხმა და გამოსახულება ისახება ჩემს წარმოსახვაში და ვკარგავ მოტივაციას. ჩემი სიამაყე არ მომცემდა ამის თქმის უფლებას, თუმცა ნიკომ მომცა იმის ინსპირაცია რომ შემეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ის იყო გმირი, რომელიც მოკვდა ტრაგიკული სიკვდილით და მისი თავმდაბლობა და სიკეთე, მის ცოდნასთან შერწყმაში არის სამაგალითო ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანისთვის. ნიკო არ იყო სტივ ჯობსი, ილონ მასკი ან ჯეფ ბეოსი, ის იყო მეტი: ის იყო მომავალი.

 

მადლობა ნიკო, მადლობა ყველაფრისთვის“,- წერს მისი მეგობარი.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X