
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მიმდინარე პირველი ოფიციალური ტურნირის საწყის ეტაპზევე დამარცხდა.
სპორტსმენის მარცხზე მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:
„იმ ისტერიის მერე, რა იქნება. ეს ყველაფერი ხომ მიზანმიმართულად იყო, რომ ადამიანი ფსიქოლოგიურად გაანადგურო.
გუშინ გვქონდა საუბარი. მისთვის ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, რთულია, ამაზე არ იფიქრო. ბრალის დაზუსტება გუშინ არ მომხდარა, ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა და გუშინ გააჟღერეს, რადგან იცოდნენ, რომ მას თამაში ჰქონდა დღეს“, – ამბობს ადვოკატი.























