
იმ პირობების შექმნა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარს, იქნება უზრუნველყოფილი იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„სააკაშვილს მომსახურება, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე იმ პირობების შექმნა, რომელიც უნდა ჰქონდეს ნორმალურ სახელმწიფოში პატიმარს, რასაკვირველია იქნება უზრუნველყოფილი იმის მიუხედავად, იშიმშილებს თუ არა ელენე ხოშტარია. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილის პრობლემა აქ ნაკლებად არის, აქ არის რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს, მსოფლიოს გააგონონ იმის თაობაზე, რომ აქ პარლამენტში შიმშილობა მიმდინარეობს,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:






















