
თინა ხიდაშელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას ეხმაურება.
„თურმე ფსკერი არ არსებობს! ეს არის ერთადერთი რაც უკვე ზუსტად ვიცით! კიდევ რა ვიცით?
– კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს!
– კაცი არ არის ამხელა პოლიტიკურ ლიდერშიფში ამ ტალახიდან ამოხტომის სურვილის ნიშან-წყალი ეტყობოდეს!
– ადრე დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, როგორი სახელმწიფო ხარ ყველაზე უკეთ სწორედ პატიმრების მიმართ მოპყრობაში ვლინდება!
– იმანაც მანდ მოიტეხა კისერი, თქვენც მანდ გაფუჭდით“,- წერს თინა ხიდაშელი.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო სადაც ჩანს, როგორ ჭამს მიხეილ სააკაშვილი ექიმების თანდასწრებით სპეციალურ საკვებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს
პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს
ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა
„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს
ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე






















