
„იმდენად ცუდი სია დაწერა ჩვენმა პარტიამ, რომ ძალიან ბევრი, ვერ ვიტყვი თითოეულ ადამიანზე მაგრამ, ძალიან ბევრი მიუღებელი ადამიანი იყო სიაში ჩაწერილი, ამიტომ ჩემი ადგილი იმ სიაში არ იყო“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა ადა მარშანიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.
თუმცა, მარშანიამ არ დააკონკრეტა პარტიული სიის, რომელ წევრებს გულისხმობდა. მისი თქმით, ეს შიდა პარტიული საკითხია, რომელზეც საჯაროდ ვერ ისაუბრებს.
„გულწრფელობა პოლიტიკაში არ არის მოდაში მაინცა და მაინც, მე არ შემიძლია, მე ვარ გულწრფელი ადამიანი და პირდაპირ გეტყვით, იმდენად ცუდი სია დაწერა ჩვენმა პარტიამ, რომ ძალიან ბევრი, ვერ ვიტყვი თითოეულ ადამიანზე მაგრამ, ძალიან ბევრი მიუღებელი ადამიანი იყო სიაში ჩაწერილი, ამიტომ ჩემი ადგილი იმ სიაში არ იყო.
ეს არის ჩვენი შიდა პარტიული ამბები, რომელსაც გარეთ ვერ გამოვიტან ბევრი ადამიანი მიხვდება მე ვის ვგულისხმობ.
მიუხედავად ამ აზრისა ჯერჯერობით ვრჩები პარტიაში. ეს პარტია ჩემი დაფუძნებულია, ჩემი ნაბრძოლია, ნაწვალებია, 11 წელი შევალიე ჩემი ცხოვრები ამ პარტიას. ისე უბრალოდ, პარტიის დატოვება, იმის გამო რომ წლევანდელი სია მთლად არ მომწონს არ მიმაჩნია მართებულად“, – განაცხადა ადა მარშანიამ.






















