21:21 | 2021-09-03 ავტორი: Prime Time

იმდენი ადამიანი ჰყავთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ – გოგა ჩანადირი სპეცრეპორტაჟის მომზადებისას

იმდენი ადამიანი ჰყავთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ – გოგა ჩანადირი სპეცრეპორტაჟის მომზადებისას

რამდენიმე საათი გავჩერდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში (ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1) კოვიდრეპორტაჟის მოსამზადებლად. გალუმპული გამოვედი. რთული იყო რეპორტაჟზე მუშაობა ემოციურად, ადამიანურად. ჩემი მუშაობა რა მოსატანია აქ მომუშავე მედიკოსებთან?, – ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

 

გალუმპვაზე ფიქრის დრო აქვთ?იმდენი ადამიანი ჰყავთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ. სავსეა რეანიმაცია და პალატები. თავის მოსაფხანი დრო არ აქვთ მედიკოსებს.

 

აქ ყველაზე ნათლად ჩანს, რა ვერაგი ვირუსია კოვიდ 19. აქ ყველაზე კარგად ჩანს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია მედიკოსების წინაშეც, რომლებმაც მართლა გულწრფელად გადადეს თავი. მე კიდევ იმაზე წუწუნს რა გამაბედინებს, როგორ გავილუმპე? მადლობა ვივო მედიქალ ჯგუფს რეპორტაჟის მომზადებაში ხელშეწყობისთვის.

 

მოგვიანებით შემოგთავაზებთ. მადლობა თავად მედიკოსებს თავდაუზოგავობისთვის,“ – წერს გოგა ჩანადირი.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X