20:10 | 2020-06-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„იმედი გვაქვს, ბეგის მეგობრებს ჩამოვუყვანთ და მარტო არ იქნება“, – რა შეიცვალა ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ

„იმედი გვაქვს, ბეგის მეგობრებს ჩამოვუყვანთ და მარტო არ იქნება“, – რა შეიცვალა ზოოპარკში 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკში 13 ივნისის სტიქიიდან 5 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა:

 

„13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამ მოვლენების შემდეგ ზოოპარკისთვის ახალი ცხოველები ჩამოვიყვანეთ.

 

უჩვეულო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა
2020-06-13უჩვეულო შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ თედოწმინდაში ორთავიანი ხბო დაიბადა

 

დამოკიდებულება შეიცვალა უკეთესობისაკან. ვგულისხმობ ზოოპარკების საერთაშორისო თანასაზოგადოების დამოკიდებულებას.

 

ფაქტობრივად, ევროპისა და ამერიკის ზოოპარკების ბევრი თანამშრომელი ჩამოვიდა. ამან გამოიწვია ის, რომ უფრო პოზიტიურად დაიწყეს ჩვენი განხილვა ვიდრე მანამდე“, – განმარტა გურიელიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

 

გურიელიძე ასევე ამბობს, რომ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ ბეგის ახალი ვოლიერი ექნება.

 

„ასევე იმედი გვაქვს, რომ ბეგის მეგობრებს ჩამოვუყვანთ და მარტო არ იქნება. მან ეს დაიმსახურა.

 

ასეთ პოპულარულ ბეჰემოთს სჭირდება თანადგომა. ბეგი პოპულარულია და მსოფლიოში ცნობილი „პიროვნება“ გახლავთ“, – აღნიშნა გურიელიძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს 13 ივნისის სტიქიიდან 5 წელი გავიდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X