
6 ივნისს ფონდი “ერთიანობა” (რომელიც ქველმოქმედებისთვის პანდემიისას შეიქმნა) სასტუმრო “სტამბიდან” ატარებს საქველმოქმედო კონცერტს Covid-19-ის პანდემიის პერიოდში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
პირდაპირი ტრანსლაციის დროს შესული თანხით ფონდი დაეხმარება მათ, ვინც სამსახურები დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
ეს იქნება სტეფანე მღებრიშვილის სოლო კონცერტი ბენდთან და სხვადასხვა არტისტებთან ერთად. ჩვენთან საუბრისას სტეფანე ჯერჯერობით ვერ ასახელებს, კონკრეტულად ვის ვიხილავთ მასთან ერთად საქველმოქმედო კონცერტზე.
სტეფანე: – ვერ ვაკონკრეტებ, ვინ იმღერებს ჩემთან ერთად, ვინაიდან ფონდის ორგანიზატორები მოლაპარაკების სტადიაში არიან. დაზუსტებით ვიცი, რომ ნიკოლოზ რაჭველი დაუკრავს.
როგორც სტეფანე სოციალურ ქსელში წერს, კონცერტი ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა და შესაძლოა, სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალზეც გავიდეს.
კონცერტი იქნება ცოცხალი შესრულებით იმ არტისტებთან ერთად, ვისთანაც მღებრიშვილს უახლეს წარსულში უთანამშრომლია, შესრულდება ახალი სიმღერები.
“იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი გაერთიანდება კარგი საქმისთვის” – წერს მუსიკოსი “ფეისბუქზე”.
























