
„დიდი იმედი მაქვს, დღეს, საღამოს ჩვენი ნაკრების წარმატებას შამპანურით აღვნიშნავ“, – საქართველო ჩრდილო მაკედონიასთან მატჩის დღეს, შეხვედრის მოლოდინზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს ნაკრების წევრები მოედანზე ყველაფერს გააკეთებენ და სანუკვარ შედეგს მიაღწევენ.
სამწუხაროა, რომ არ გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, მაგრამ ჩვენი ნაკრები ინდივიდუალურად სუსტი არ არის, რომ მხოლოდ ერთ კაცზე ვიყოთ დამოკიდებულები. გუნდში სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც არიან, რომელთაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ“, –განაცხადა „ტაიმაუტში“ არჩილ არველაძემ.
საქართველოს ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრაზე ილაპარაკა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „დინამო-არენაზე“ დღეს, 21:00 საათზე გაიმართება.























